27 სექტემბრის აქცია

ჩერგოლეიშვილი: ქართველების სახლებში დაბრუნების გზა ივანიშვილის რეჟიმის ამოძირკვაზე გადის

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულა

"ქართველებს აქვთ შანსი, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ, ოღონდ ქართველების დაბრუნების გზა გადის ამ რეჟიმის ამოძირკვაზე" - ამის შესახებ ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა 27 სექტემბრის აქციაზე საუბრისას თქვა.

"პოლიტიკა შეუძლებლის გარდაუვლად ქცევის ხელოვნებაა, ჩვენ ყველა ვხედავთ, რა შეუძლია უკრაინელი ხალხის თავგანწირვას. მაშინ, როდესაც ყველა ვარაუდობდა, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა, დღეს უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს და რუსები გარბიან.

ამ დროს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელმაც გუშინ თავისი მსახურის პირით რეალურად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სუვერენულ უკრაინას შეადარა და ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უარყო.

ჩვენ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს შევიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან და მსვლელობას დავასრულებთ აქციით პარლამენტის წინ, სადაც დავუჭერთ მხარს საქართველოს და უკრაინის ტერიტორულ მთლიანობას და ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველებს აქვთ შანსი, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ, ოღონდ ქართველების დაბრუნების გზა გადის ამ რეჟიმის ამოძირკვაზე" - ამბობს ჩერგოლეიშვილი.


27 სექტემბრის აქცია-მსვლელობა ევროპული საქართველოს, ტაბულას, აფხაზთა კრების, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და უკრაინელი აქტივისტების ორგანიზატორობით გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ.

კომენტარები