სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია უკვე, საქართველო გაიხსნას მეორე ფრონტი, ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც უკრაინაშია - ესაა ღია გზავნილი.
შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს - უნდათ თუ არა, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება იმას გავყვეთ, ვნახოთ, ხალხმა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. ეთანხმება უკრაინის მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არ გახსნასთან დაკავშირებით.