კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 18 წლის პირი, რომელმაც ტელეფონები მოიპარა, 32 მობილური ჩხრეკისას ამოვიღეთ

hifipublic.com

სამართალდამცველებმა სამეგრელოში ერთი პირი, 2004 წელს დაბადებული ს.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები - სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე" - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები