ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი 89 წლის პატრიარქს ბოლო სამ კვირაში მეორედ ესტუმრა

fb/Irakli Garibashvili

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ბოლო 3 კვირის განმავლობაში მეორედ შეხვდა. ამის შესახებ ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პატრიარქთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

"დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს". - წერს ღარიბაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ღარიბაშვილი პატრიარქს ბოლოს 22 აგვისტოს შეხვდა. მაშინ პრემიერმინისტრი წერდა, რომ ის ილია მეორეს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

კომენტარები