რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისა და მოკავშირეებისთვის, $2.2 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფას აპირებს

ენტონი ბლინკენი უკრაინაში, გამნაღმველი ძაღლი პატრონით, 2022 წლის 8 სექტემბერი.
AP News

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს გამოაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს $2.2 მილიარდით დაეხმაროს უკრაინასა და ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე არიან.

კიევში გამართული ვიზიტის დროს ბლინკენმა უკრაინელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესსი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნო, რომ აპირებენ $2.2 მილიარდის ფარგლებში აპირებენ უკრაინას გრძელვადიანი სამხედრო დახმარება გაუწიონ, ასევე დაეხმარონ 18 ქვეყანას, მათ შორის NATO-ს წევრებსა და უკრაინის მეზობლებს, რომლებიც რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე არიან. სავარაუდოდ, კონგრესი ბაიდენის ადმინოსტრაციის შეთავაზებას დაამტკიცებს.

დახმარება საქართველოსაც შეეხება.

Associated Press-ი წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, $2.2 მილიარდიდან 1 მილიარდით დაეხმარებიან უკრაინას, დანარჩენი კი განაწილდება: საქართველოზე, ალბანეთზე, ბოსნიაზე, ბულგარეთზე, ხორვატიაზე, ჩეხეთზე, ესტონეთზე, საბერძნეთზე, კოსოვოზე, ლატვიაზე, ლიტვაზე, მოლდოვაზე, მონტენეგროზე, ჩრდილოეთ მაკედონიაზე, პოლონეთზე, რუმინეთზე, სლოვაკეთსა და სლოვენიაზე.

ამას გარდა, დღეს, 8 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას $675 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევს წინასწარ დანიშნული ვიზიტის გარეშე, მიმდინარე კინტრიერიშის ფონზე ეწვია.

კომენტარები