რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვია და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ეს ბლინკენის მესამე ვიზიტია უკრაინაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიხედვით, ბლინკენი აპირებს მიმართოს კონგრესს, რომ უკრაინისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხე ემუქრებათ, მოხდეს დამატებით $2 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფა.

"ამ განცხადების შედეგად აშშ-ს მთლიანი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის $15.2 მილიარდამდე გაიზრდება". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

კომენტარები