ივანიშვილის დეპუტატები

ყაველაშვილი: არის მოსაზრება, რომ რუსეთის დასამარცხებლად ჩვენი ომში ჩართვა კარგი იქნებოდა

ამერიკელ აგენტებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ რაც არ უნდა კეთილის მსურველი იყოს ჩვენი - ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ყველა ქვეყანა თავის ინტერესს ახორციელებს. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ არსებობს ეს მოსაზრება, რომ ამ სიტუაციაში რუსეთის დამარცხებისთვის კარგი იქნებოდა, საქართველო ჩართულიყო ომში, ეს არა აერთ ექსპერტს დაუსახელებია ეს, ამერიკელსაც და სხვასაც. ეს სურვილი და აზრი სუფევს. სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით. გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იქნება დამღუპველი.

ამბობს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი მორიგი ანტიამერიკული განცხადების გავრცელების და "აშშ-ს აგენტურაზე" საუბრის შემდეგ.

კომენტარები