სველი ქვიშა CAVEA-ს კინოთეატრებში და ონლაინ პლატფორმაზე ერთდროულად გამოვა

Wetsend-film

8 სექტემბერს, Cavea-ს კინოთეატრებში და სტრიმინგის სერვისზე Cavea.plus ახალი ქართული დრამა, სველი ქვიშა გამოვა.

სველი ქვიშის რეჟისორია ელენე ნავერიანი, ხოლო პროდიუსერია და ჩვენ ვიცეკვეთ-ის შემქმნელი ქეთი დანელია. სურათის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი ძირითად პროგრამაში იყო წარმოდგენილი, ხოლო მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის გია აგუმავამ ჯილდო მიიღო. 

ნავერიანის დრამა ასევე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაშიც მოხვდა და ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა მოიპოვა.

ფილმის მოქმედება შავიზღვისპირა სოფელში ვითარდება. 65 წლის ელიკო თავს იკლავს, მისი შვილიშვილი მოე, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბაბუიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება და ფარდას ხდის ტყუილების ჯაჭვს, რომელშიც სოფელი წლები ცხოვრობდა.

კომენტარები