ევროს კურსი

ოფიციალური კურსით დოლარი ევროზე 2 თეთრით ძვირია, ბანკებსა და ჯიხურებში – 2-3 თეთრით

Shutterstock

ლარი დოლართან მიმართებით 0.9 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.89 თეთრით. 6 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8705 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8510 ლარი.

ოფიციალური მონაცემებით დოლარი ევროზე 2 თეთრით ძვირია, ასევე 2 თეთრია განსხვავება კომერციულ ბანკებში, სავალუტო ჯიხურებში კი, ეს მაჩვენებელი 3 თეთრია.

კერძოდ, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.94 ლარია, ერთი ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.88 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85-2.86 ლარად.

კომენტარები