ევრობასკეტი 2022

კობახიძე: კალათბურთზე ბრეტელებიანით არ დადიან, სპორტთან დაკავშირებული რაც მქონდა, ჩავიცვი

ჩვეულებრივი მოვლენაა, კალათბურთზე ადამიანებმა შიგნით მეორე მაისური უნდა ჩაიცვან, რაღაცა და, ბრეტელებიანი მაისურით არ დადიან და ხშირი მოვლენაა და ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირად ნახავთ, რომ საფეხბურთო მაისურებით დადიან საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრები საკალათბურთო მატჩებზე, წყალბურთზეც იგივე ხდება და ჰოკეიზეც ვერ ივლი, ჰოკეის მაისურით ხომ?! ხშირად ხდება ხოლმე, რომ სპორტის სხვა სახეობის მაისურით მიდიხარ. თვითონ სასაცილოა ეს თემა და აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან ეს ადამიანები. რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული იყო სწორედ ეს მაისური, ხვიჩა კვარცხელიას ნომრით დამშვენებული და ის ჩავიცვი. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში. 

კომენტარები