ბიჭვინთა

სოხუმში რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის წინააღმდეგ ახალგაზრდებმა აქცია გამართეს

ახალგაზრდების აქცია სოხუმში რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის წინააღმდეგ

სოხუმში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გამართა.

აქციის ამსახველ ფოტომასალას აფხაზი ჟურნლისტი ელეონორა გილოიანი ტელეგრამის გვერდზე ავრცელებს.

დღეს ბიჭვინთა, და ხვალ?
მეგობრობისთვის მიწას არ გასცემენ
ჩვენ ერი სამშობლო გვაქვს

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცემა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი, დაახლოებით 180 ჰექტარი მიწა და მიმდებარე აკვატორია.

გასულ დღეებში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

ე.წ. შეთანხმებასა და პირობებს განიხილავენ რუსეთის პარლამენტშიც

კომენტარები