რუსეთი

ევროკავშირის ელჩი რუსეთში თანამდებობას ტოვებს

ევროკავშირის ელჩმა რუსეთში, მარკუს ედერერმა თანამდებობა 2022 წლის 1 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ედერერს წასვლის მიზეზები არ დაუსახელებია.

"ჩემს პოსტს მშვიდად ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე", - აღნიშნა მან თითქმის ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ.

ედერერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისთვის რუსეთში.

"ჩვენ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა სივრცე, რომელიც სულ უფრო შეზღუდული იყო ხელისუფლების მიერ, ჩვენ ვცდილობდით ეს სივრცე ღია ყოფილიყო". - თქვა ედერერმა. 

უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ედერერს რუსეთში ევროკავშირის ელჩად.

კომენტარები