საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: მომდევნო 2 მოწვევის პარლამენტი გენპროკურორს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლით აირჩევს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ევროკავშირის რეკომენდაციის 12 პუნქტის შესრულება პრიორიტეტია, რის გამოც სამართლებრივ პრინციპზე ერთჯერადად ხუჭავენ თვალს და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებენ.

მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც 2021 წელს შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე.

კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.

"საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

როგორ აპირებს ოცნება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პირობის შესრულებას – გეგმა

კომენტარები