აფეთქება

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა – სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო, დაშავდა 3 ადამიანი

თამო ჯიჯელავა/FB-ჯგუფი - დიდი დიღომი/Didi Digomi

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და წლამდე ბავშვი. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასწარი ცნობით, ისინი ნიგერიის მოქალაქეები არიან. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები