რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნას დათანხმდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ.

"ადგილზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება". - თქვა ბორელმა.

ევროკავშირის ოფიციალური პირები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ისინი უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

შეხვედრაზე ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ შეზღუდვებზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი თემა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა იქნება.

კომენტარები