ხანძარი სამგორში

სამგორის რაიონში ხანძარია

ჩემი ქალაქი მკლავს

სამგორის რაიონში ხანძარია. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ცეცხლი ნაგავსა და მანქანის მეორად საბურავებს უკიდია. უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

მათიცე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარია ავჭალისა და შავნაბადას ტერიტორიებზეც. ცეცხლი ტერიტორიაზე მდებარე ტყეებს გაუჩნდა.

კომენტარები