ავჭალაში ხანძარია. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ცეცხლი ხეებს, ბუჩქებსა და ბალახს უკიდია.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძარია შავნაბადას ტერიტორიაზეც. ცეცხლი ტერიტორიაზე მდებარე ტყეს გაუჩნდა.