NATO

სტოლტენბერგი: არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა NATO-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა

Adam Scotti/Prime Minister's Office/Handout via REUTERS

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა NATO-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა. 

"უკიდურესი ჩრდილოეთი კანადისა და NATO-სთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას", - თქვა სტოლტენბერგმა. 

სტოლტენბერგმა, ამასთანავე, აღნიშნა, რომ რუსეთმა არქტიკაში ასობით საბჭოთა ეპოქის სამხედრო ობიექტი  გახსნა, რეგიონი ახალი იარაღის სისტემების შესამოწმებლად გამოიყენა. მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი აძლიერებენ სტრატეგიულ არქტიკულ პარტნიორობას, რომელიც NATO-ს ღირებულებებსა და ინტერესებს უქმნის საფრთხეს. 

ვიზიტისას სტოლტენბერგი კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა.

კანადას ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან NATO-ს წევრი ქვეყნებიდან საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებზე ყველაზე ნაკლებს ხარჯავს. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, კანადამ ივნისში განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში 4.9 მილიარდი კანადური დოლარის (3,8 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს აშშ-კანადის ჩრდილოეთ ამერიკის ერთობლივი თავდაცვის ორგანიზაციის მოდერნიზებისთვის.

კომენტარები