ქურდობა

ისანში მაღაზია გაქურდეს, წაღებულია სეიფი

მთავარი არხი

ისანში მაღაზიების ქსელ "სპარის" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა, უწყებაში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

მაღაზიაში დასაქმებულები მთავარ არხთან ყვებიან, რომ ფილიალში 8 ახალგაზრდა პირი ნიღბების გარეშე შევიდა, ნაწილმა კონსულტატების ყურადღების გადატანა სცადა, რა დროსაც ერთ-ერთმა სეიფი გაიტაცა. მათივე ინფორმაციით, წაღებულია 8 000 ლარი.

ინფორმაცია ახლდება.

კომენტარები