კრიმინალი

პლასიდო დომინგო ბუენოს აირესის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში ამხილეს

პლასიდო დომინგო

ცნობილი საოპერო შემსრულებელი, პლასიდო დომინგო არგენტინის პროკურატურამ ბუენოს აირესის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში ამხილა. აღნიშნული ორგანიზაციის კრიმინალურ საქმიანობებს შორის არის სექსუალური ტრაფიკინგი, მათ შორის, არასრულწლოვნებისაც.

გასულ კვირას, პოლიციამ 50 რეიდი ჩაატარა კრიმინალური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ოპერირებდა სახელით "ბუენოს აირესის იოგას სკოლა". რეიდის შედეგად 19 ადამიანი დააკავეს.

სამხრეთ ამერიკის არხებზე გავრცელდა აუდიო ჩანაწერები, რომლებშიც, პოლიციის თქმით,  ერთ-ერთი მამაკაცის ხმა სწორედ დომინგოს ეკუთვნის.

2020 წელს არტისტების გილდიის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოიკვეთა, რომ სამსახურში თუ მის გარეთ, პლასიდო დომინგოს ქცევები თავის კოლეგებთან ფლირტიდან სექსუალურ შევიწროებამდე იცვლებოდა. ამასთან ერთად, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 20 ადამიანზე მეტი, რომლებიც ამბობდნენ, რომ საოპერო მომღერლისგან სექსუალური შევიწროების ან შეუფერებელი ქცევის ფაქტს გადაწყდომიან.

მიუხედავად გამოქვეყნებული განცხადებისა, პლასიდო დომინგო ბრალდებებს არ აღიარებდა.

გასული წლის აგვისტოს, საოპერო მომღერალი, 8 ქალმა - შვიდმა მომღერალმა და ერთმა მოცეკვავემ - Associated Press-თან საუბარში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ქალების თქმით, მომღერალი მათ გვიანი 1980-იანი წლებიდან ავიწროებდა. მაშინ, გამოცემასთან საუბრისას მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანომ, პატრიცია ვულფმა ისურვა საკუთარი სახელით საუბარი.

პლასიდო დომინგომ სექსუალური შევიწროების ბრალდებები მაშინვე უარყო.

მიუხედავად ბრალდებების უარყოფისა, საოპერო მომღერალს, ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის დატოვევა მოუწია.

კომენტარები