თურქეთი

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა

СNN Turkey

თურქეთში, გაზიანთეფში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარია თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 21 ადამიანია დაშავებული. 

თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალზე ავტობუსი ჯერ გაჩერებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სახანძრო მანქანასა და საინფორმაციო სააგენტო იჰლასის მანქანას.  

გარდაცვლილთაგან 2 მედიკოსია, 2 რეპორტიორი, 3 მეხანძრე და 8 მგზავრი. 

კომენტარები