რუსეთი-ჩინეთი

ჩინეთი რუსეთში სამხედრო წვრთნებზე ჯარისკაცებს გაგზავნის

ჩინელი სამხედროები

ჩინეთი რუსეთში სამხედრო წვრთნებზე ჯარისკაცებს გაგზავნის.

გასულ თვეში, უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, მოსკოვში გამოაცხადეს გეგმები ვოსტოკის (აღმოსავლეთი) სამხედრო წვრთნების შესახებ. მასში მონაწილეობას ჩინეთის გარდა მიიღებენ მონღოლეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

წვრთნები 30 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ სიტუაციას. 

ბოლო წლებში რუსეთმა და ჩინეთმა სამხედრო პარტნიორობა საგრძნობლად გაზარდეს.

კომენტარები