ივანიშვილის დეპუტატები

ყაველაშვილი: წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეა, აუცილებელია საზოგადოებამ ეს იცოდეს

კითხვებზე პასუხი ნამდვილად ვერ მივიღეთ, ეს სამწუხაროა. თუმცა, გამოიკვეთა მთელი პროცესი. კიდევ ვხედავთ საშიშროებას და ნუ განვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რომ ვინმე პირდაპირ მოგვიწოდებს, გინდა თუა არა ახლა ხელში იარაღი აიღე და ომში ჩართე. მთელი ეს პროცესი, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე იყო,აღწერილია წერილში, თუ რა ვნებათაღელვა იყო სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ეხება 20 ივნისის თემას, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის წარმოჩენას და ეს ორმაგი სტანდარტი, დამოკიდებულება პროპორციული არჩევნების თემატიკასთან, სადაც 120/30-ზე იყო. აქ ყველაფერი იმის და მიუხედავად, რომ თითქოს ზედაპირულად ჩანდა, რომ ინსტიტუციების გასაძლიერებლად კეთდება ეს ყველაფერი, პირიქით იყო მიმართული. ხელოვნურად კეთდებოდა პოლიტიკური პარტიების და მესამე სექტორის მიერ და სწორედ ამაში ვგულისხმობთ ამერიკის საელჩოს როლს, რომელიც პირდაპირ მფარველობს ამ ადამიანებს. დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რომელიც ზედაპირზეა. წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს.

ამბობს ოცნებიდან ფორმალურად წასული, ივანიშვილის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ივანიშვილის დეპუტატებმა მორიგი წერილი გაავრცელეს, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-ს ქართული ოცნების შეცვლის გეგმა აქვს. მათივე მტკიცებით, საელჩოს ხელისუფლებაში "უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი" ადამიანების მოსვლა სურს, რომლებიც "თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს".

კომენტარები