ისეი მიიაკე

იაპონელი დიზაინერი, ისეი მიიაკე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

იაპონელი დიზაინერი, ისეი მიიაკე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიზაინერი 5 აგვისტოს გარდაიცვალა და ამის მიზეზი ღვიძლის სიმსივნე გახდა. იაპონური მედიის ცნობით, იგი უკვე დაკრძალეს, რასაც მხოლოდ ოჯახის ახლობლები ესწრებოდნენ.

ისეი მიიაკე იაპონელი ახალგაზრდა დიზაინერების ტალღის წარმომადგენელი იყო. მან ტოკიოში გრაფიკული დიზაინი შეისწავლა, შემდეგ კი პარიზში ტანსაცმლის დიზაინი.1970 წელს მიიაკე ტოკიოში დაბრუნდა და დიზაინის საკუთარი სტუდია გახსნა.

ისეი მიიაკეს შექმნილია Apple-ს დამფუძნებლის, სტივ ჯობსის ცნობილი შავი როლინგი.

 

კომენტარები