ენმ

მელია ოცნებას: ნუ მანიპულირებთ ღირებულებებით, ეროვნული ღირსების დაცვაზე დგას ჩვენი იდენტობა

მსურს ვიცოდეთ რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება: 

1) გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას

2) მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას 

3) შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას - თუ ისინი არ აღიარებდნრნ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქე, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს. 

4) ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება ასევე შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობას ერთ თვემდე.

უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად მინდა ვთქვა, ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით. ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა, თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში, უნდა მიიღოს და უნდა იცხოვრობს ჩვენი წესებით - ისწავლოს ქართული ენა და აღიაროს ქვეყნის საზღვრები. ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და დაცვაზე დგას ქართული იდენტობა, რაც თითოეული ჩვენგანის ვალია. 

თქვა ენმ-ს თავჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები