რუსეთ-საქართველო

ბოკერია: ოცნებას სიტყვა ქსენოფობია სჭირდება, რათა ომის შიშის ფაქტორი ათამაშოს ადამიანებში

ეს რეჟიმი დგას ქსენოფობიაზე. ჩვენივე მოქალაქეების დაყოფაზე სხვადასხვა ნიშნით და უმცირესობების სიძულვილზე აქვთ აგებული საკუთარი პუტინისტური შავრაზმული მსოფლხედველობა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ცინიზმია მათი მხრიდან ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ახლა სჭირდებათ ეს, რათა ომის შიშის ფაქტორი ისევ ათამაშონ ჩვეულებრივ ადამიანებში, რომ ამან შეიძლება დაგვღუპოს და დაგვბომბონ ამის გამო, ანუ მძევლებად ვყავართ, რომ დისკუსიაც კი არ შეიძლება ამაზე. რაც მთავარია, ეს არის დიდი სიცრუე, ქსენოფობია არის როდესაც ადამიანებს ეთნიკური წარმოშობის ან რაიმე სხვა ნიშნით უპირისპირდები. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივესალმებით ყველა ანტიპუტინისტ და პუტინთან მებრძოლ რუსეთის მოქალაქეს, მათ შორის იმათ, ვისაც ეს რეჟიმი არ უშვებს და როდესაც თავისუფალი სამყარო გუდავს რუსეთს ეკონომიკურად, არატურისტულ სეზონში შემოდიან დიდი რაოდენობით საქართველოში, ეს ბუნებრივია იწვევს შეშფოთებას ყველა ნორმალური პატრიოტი ადამიანის და არაფერ შუაში აქ ეთნიკური წარმოშობა არ არის. ეს არის მტრული სახელმწიფო, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს და აქედან გამომდინარე არის ეს შეშფოთება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ტურისტები არ არიან, ჩვენი მთავარი პრობლემა ჩვენი ხელისუფლებაა. აქედან გამომდინარე არსებობს წუხილები იმის გარშემო, რაზეც ახლა ვსაურობთ და არა ამის გარეშე. 2019 წელსაც შეადარეს, რომ მეტი ტურისტი იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ტურისტებზე საუბარი არ არის, აქ შემოვიდა ხალხი დასარჩენად, საკმაოდ სერიოზული რაოდენობით, შემოვიდა არატურისტულ სეზონში და შემოვიდა ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად, რასაც ადასტურებს ამ მონაკვეთში ეკონომიკური სუბიექტების რეგისტრაციები და ეს რომ იწვევს შეშფოთებას, აბსოლუტურად ბუნებრივია. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. 

კომენტარები