ვინც არ უნდა იყოს, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, მე არ მიყვარს - იქ ზის და უნდა ჩალპესო და ასეთ სისულელეებს რომ ლაპარაკობენ. მე ამას არ ვეთანხმები. მაგრამ, დანაშაული ჩადენილია და ამ დანაშაულზე ქართული ოცნება პარტიის შიგნით მსჯელობს თუ არ მსჯელობს, რა რესურსია? ვის უნდა ვუთხრათ? მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ? ასე? გადაწყვეტილება ჩვენ ვუკარნახოთ? [...] წარმოიდგინეთ, ქართულ ოცნებას ეკითხებიან, სააკაშვილის ციხიდან გაშვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ხართ თუ არაო, ანუ თქვენი თავის ლუსტრაციას მოახდენთ თუ არა, რომ თქვენ უკარნახოთ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება. ეგ გამორიცხული თემაა. ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
ვოლსკი სააკაშვილზე: მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ?
tbl.ge/63j9
დაკოპირდა

ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი Palitranews-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, ქართული ოცნება განიხილავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მათ გარანტია ექნებათ, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა.
ქართული ოცნებაგია ვოლსკიგიორგი ვოლსკიმიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობამიხეილ სააკაშვილის საქმე
ამავე თემაზე
- იოსელიანი: სააკაშვილის ჯანმრთელობასა და მის უფლებებზე ზედამხედველობას გავაგრძელებ
- ჩხაიძე: პატიმრების მიზანი თავისუფლებაა – ვერ დავუშვებთ, კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე მოხდეს
- ხაჭაპურიძე: სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 2-3 დღეში გაიგზავნება
- მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომები 30 იანვარს, 1 და 3 თებერვალს ჩაინიშნა
- წულუკიანი სააკაშვილზე: კვლავ იმის ილუზია აქვს, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია