საქართველოს არსებობის ხუთი ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს. ეს განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა რთულ რეგიონში, საფრთხეებითა და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხეები ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა.
tbl.ge/63hz
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე ეხმაურება ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს, სადაც საუბარი საუბარი იყო რუსეთის ექსპანსიაზე - ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეჭქვეშ აყენებდა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას. მედვედევის ასისტენტი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მას არ ეკუთვნის და მისი "გვერდი გატეხეს".იყო რუსეთის ექსპანსიაზე. პოსტში ეწერა, რომ "სუვერენიტეტი აღარანაირი პარადი აღარ იქნება" და საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები კვლავ ერთად იცხოვრებენ". პოსტში ნათქვამი იყო, რომ "ამ გზით მოძრაობა უკვე დაიწყეს" და "ძალასა და საშუალებებს" არ დაზოგავდნენ.
ამავე თემაზე
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
- 2 აპრილს, რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- სუს: ოკუპანტების მიერ 2026 წლის 20 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- სუს: ოკუპანტების მეირ 2025 წლის 23 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია




