ბობ დილანი

სასამართლომ 12 წლის გოგოზე ბობ დილანის მხრიდან სექსუალური ძალადობის საჩივარი არ განიხილა

The Big Takeover

ნიუ-იორკის სასამართლომ 12 წლის გოგოზე ბობ დილანის მხრიდან სექსუალური ძალადობის საჩივარი არ განიხილა. მოსამართლე კეტრინ პოლკ ფაილას თქმით მომჩივანმა სასამართლოს საჭირო დოკუმენტაცია და მტკიცებულებები არ მიაწოდა.

"ეს საქმე დაიხურა. გამაოგნებელია, რომ ეს საქმე საერთოდ აღიძრა. ეს არის ადვოკატების მიერ მოფიქრებული ფიქცია". – განაცხადა დილანის ადვოკატმა, ორინ სნაიდერმა.

2021 წელს უცნობმა ქალმა, რომელიც საქმეში ინიციალებით "ჯეი სი" ფიგურირებს, ცნობილი მუსიკოსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ბრალმდებელის თქმით 1965 წელს დილანმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით გააბრუა, მასზე სექსუალურად იძალადა და ფიზიკური ძალადობით დაემუქრა. მომჩივანის თქმით შემთხვევა ნიუ-იორკში, დილანის ბინაში მოხდა. იმ დროისთვის ბრალმდებელი 12 წლის იყო.

ადვოკატ სნაიდერის თქმით, სასამართლომ ბრალმდებელს იგივე შემთხვევაზე ახალი საჩივრის შეტანის უფლება არ დაუტოვა. 

კომენტარები