მიხეილ სააკაშვილი

ვაშაძე: მე და სააკაშვილმა ვილაპარაკეთ უკრაინაზე, იტალიაში მთავრობის გადაყენებაზე, აშშ-ზე

მე და პრეზიდენტს გვაქვს შეთანხმება, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ. პირველად რომ შევედი რუსთავის ციხეში, იმ დღიდან გვაქვს ეს შეთანხმება. არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს გეფიცებით. ახლა რაზე ვილაპარაკეთ: უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ამ თემებზე ვილაპარაკეთ. გარდა ამისა, ოჯახებზე.

ვიდრე პრეზიდენტი თვითონ არ მეტყვის, პოზიციაც არ მაქვს ამ თემაზე. ქართულ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, მაშინ მე და მიშამ უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი 2013 წლიდან და ამისთვის არც დრო და არც საჭიროებაა, მდგომარეობა მძიმეა. მდგომარეობა მძიმე იმიტომ კი არ არის, რომ ყურადღებას აკლებენ ვივამედის ექიმები ან სამედიცინო პერსონალი, მძიმეა, რადგან ამ ადამიანს აქვს დაავადებების მთელი თაიგული, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს.

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით გრიგოლ ვაშაძემ კლინიკა ვივამედიდან გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები