კოსოვო-სერბეთი

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

Radio Liberty

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა სერბეთთან დამაკავშირებელ 2 მთავარ საზღვართან ახლოს გზები გადაკეტეს. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც კოსოვოს მიერ მანქანის სანომრე ნიშნებთან და პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან დაკავშირებით შემოღებული ახალი წესის გამო, რეგიონში ვითარება დაიძაბა.

კოსოვოს გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან სერბეთიდან შესულ მოქალაქეებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს ახალი, შემოსვლა-გასვლის დროებითი, კერძოდ კი 3-თვიანი დოკუმენტით შეუცვლიან, სერბების მიერ გაცემული კი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები მანქანების იმ სანომრე ნიშნებს იყენებდნენ, რომლებიც 1999 წლის ომის შემდეგ, სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული და კოსოვოს ქალაქების სახელებს შემოკლებით აღრიცხავდა. მაგალითად: KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი). მანქანის მფლობელებს ცვლილებებისთვის დრო სექტემბრის ბოლომდე ექნებათ.

31 ივლისს კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ იარინიესა და ბრნიაკის სასაზღვრო გადასასვლელები მოგზაურობებისა და ტრანსპორტისთვის აქციის მონაწილეების მიერ მათი ბლოკირების გამო დაკეტა.

"მოქალაქეებს შევატყობინეთ, რომ მოძრაობისთვის სხვა სასაზღვრო პუნქტები გამოიყენონ" - ამბობს კოსოვოს პოლიცია.

კომენტარები