საქართველოს საპატრიარქო

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ავტოავარიაში დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს.

"როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. მწუხარებას გამოვთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს ეპისკოპოს დამიანეს უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი" - წერს საპატრიარქო.

კომენტარები