რეკლამა

(რ) რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ბინის შეძენის დროს?

ახალი ბინა ახალი ცხოვრების დასაწყისია, მისი შეძენა კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ადამიანისთვის. უძრავი ქონების ყიდვისას უპირველესად ყურადღებას აქცევენ მის ადგილმდებარეობას, ფასს, კვადრატულობას, ხედებს. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ახალი ტრენდები, რომელიც არა მხოლოდ საყურადღებოა, დიდწილად განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს. მაგალითად ერთ-ერთი ასეთია ავტოსადგომი.

ავტოსადგომი

თუ თბილისში მანქანით გადაადგილდებით, აუცილებლად გეცოდინებათ, რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული მანქანის გაჩერება. ერთი პრობლემაა ადგილის პოვნა პარკინგისთვის და მეორე  -  სხვამ არ ჩაგიხერგოს ავტომობილი ისე, რომ გასვლა დროულად  ვერ შეძლო და დანიშნულების ადგილზე დააგვიანო. ეს ვითარება ყოველდღიურობაში აუტანელი ხდება, ამიტომ ბინის შეძენისას საკმარისი აღარ არის, მოგეწონოთ მხოლოდ ფართი, რემონტი  და ადგილმდებარეობა. აუცილებლად უნდა მოიკითხოთ თუ არის წინასწარ განსაზღვრული ადგილი ავტოსადგომისთვის, მიწისქვეშა პარკინგი ან ავტოფარეხი, რათა შინ დაბრუნებულს ყოველთვის გქონდეთ მანქანის მარტივად გაჩერების საშუალება. 

ბაღთან და სკოლასთან სიახლოვე

აჩქარებული ცხოვრების რიტმის პირობებში, მაშინ როცა საცობების გამო ქალაქში გადაადგილება გართულებულია, ბაღისა და სკოლის სიახლოვეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს როგორც ოჯახის უფროსი წევრებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. პატარები დაღლილები არ უნდა მიდიოდნენ სკოლასა თუ ბაღში, ამიტომ უმჯობესია მათთვის ისეთი სასწავლო დაწესებულება შეარჩიოთ, რომელიც თქვენს სახლთან ახლოს მდებარეობს. ეს სიახლოვე მოსახერხებელია იმ მხრივაც, რომ ბავშვებს გარკვეული ასაკის შემდეგ უადვილდებათ შინ დამოუკიდებლად დაბრუნება, რაც დიდი კომფორტია, როგორც მშობლისთვის, ასევე თავად ბავშვებისთვის, რომელთაც როგორც წესი, ძალიან მოსწონთ სკოლაში მარტო სიარული. 

მწვანე სივრცეები

რეკრეაციული სივრცეების არსებობა, გამწვანება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ბინის ყიდვისას ამ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიექცეს. ძალიან რთულია, როდესაც კორპუსს მახლობლად არ აქვს სკვერი, სათამაშო მოედანი, დაცული ეზო, სადაც მშობლები შეძლებენ ბავშვების გასეირნებას და სათამაშოდ გაშვებას. ადამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს, დაგეგმილად წავიდეს რომელიმე დიდ პარკში ბავშვების გასასეირნებლად. სახლთან ახლოს მდებარე სკვერში კი სამსახურიდან მოსულიც გაასეირნებ პატარას და თავადაც შეძლებ განტვირთვას. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უძრავი ქონების შეძენას დიდი დაფიქრება სჭირდება, თუმცა  ბინის მოძებნა area.ge-ის საშუალებით ძალიან მარტივია, რადგან საიტზე წარმოდგენილია უპრეცედენტო რაოდენობის განცხადებები, სადაც დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ. ერთ სივრცეში თავმოყრილი მშენებარე, ახალაშენებული თუ მეორეული ბინების დიდი არჩევანი ამარტივებს  სასურველი ქონების ძიების და შერჩევის პროცესს. არეაზე ნამდვილად იპოვი ისეთ ქონებას, რომელზეც ოცნებობდი. 

კომენტარები