ბიძინა ივანიშვილის განცხადება

ხუნდაძე ივანიშვილის წერილზე: ფარდა ახადა ყველაფერს, იკითხება, რაზე საუბრობდა დეგნანთან

ამ წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს, არა მხოლოდ იმას, შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის, არამედ პრაქტიკულად ამ წერილის შინაარსში იკითხება, თუ რაზე იყო იმ შეხვედრაზე საუბარი. აქ ჩნდება დამატებით კიდევ ერთი კითხვა: თუკი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდებოდა იმას, რომ ქვეყანა მაღალ რისკებზე გასულიყო, ანუ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, მაშინ ბატონი ბიძინა აღარ იქნებოდა ოლიგარქი? 

შეხვედრის ხანგრძლივობაც მიანიშნებს იმას, რომ ეს შეხვედრა, მისი შინაარსი და საუბარი არ იყო მარტივი. ესეც, რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ იყო ქვეყნის მთავარ საკითხზე, იმ დროისათვის საუბარი, რომელიც ახლაც აქტუალურია, როგორც ბატონი ბიძინა გვეუბნება და ჩვენც პროცესები მიგვანიშნებს სწორედ ამაზე, რომ ომის საფრთხეები შემცირებულია, მაგრამ ის ბოლომდე არ არის ამოწურული. ამიტომ საზოგადოების მობილიზება საჭიროა, მისი შეიარაღება სწორი ინფორმაციებით, რომ ის სხვა შეიარაღების მსხვერპლი არ გახდეს. 

ივანიშვილის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს. ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

კომენტარები