ბიძინა ივანიშვილის განცხადება

კალაძე ივანიშვილზე: იყო მოთხოვნა, ხალხს გაეგო, ელჩს შეხვდა თუ არა – თქვა რა მოხდა რეალობაში

ბიძინა ივანიშვილმა უკვე დიდი ხანია დატოვა პარტია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის თანამდებობა, ის აღარ არის პოლიტიკაში, ასე რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს... უბრალოდ თქვა ადამიანმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალობაში. იყო მოთხოვნა და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას გაეგო იყო ეს შეხვედრა თუ არ იყო, რას ეხებოდა...

ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით, ეს ციდან მოტანილი თემა ხომ არ არი?! როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები. 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე. ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

კომენტარები