უკრაინის ეთნიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინის რელიგიური თემების 183 ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა.
რუსეთის თავდასხმების გამო დაზიანებული 183 ადგილიდან 5 მუსლიმანურია, 5 იუდეური, ხოლო დანარჩენი - 173 ქრისტიანული.
დაზიანებული რელიგიური ობიექტების ყველაზე დიდი რაოდენობა დონეცკის (45) და ლუგანსკის (40) რეგიონებშია, შემდეგ მოდის კიევი (34) და ხარკოვი (25).





