შიდა ქართლში, სოფელ კარბში კვლელობა მოხდა. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, მომხდარ ფაქტს წინ მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება უძღოდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ასაკოვანი ქალი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განხრაზ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.