მაიმუნის ყვავილი

WHO-მ ე.წ. მაიმუნის ყვავილის შემთხვევების ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ორგანიზაციის გადაწყვეტილება მსოფლიოში ზემოხსენებული ვირუსით ინფიცირებების შემთხვევების ზრდას უკავშირდება. WHO-მ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება ვირუსის შესახებ მოწვეული სპეციალური კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეისუსის თქმით, 75 ქვეყანაში ვირუსის 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად კი 5 ადამიანია გარდაცვლილი.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ. მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი გლობალურად და ყველა რეგიონში საშუალოა, გარდა ევროპისა, სადაც ჩვენ რისკს ვაფასებთ, როგორც მაღალს". - თქვა გებრეისუსმა.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ჯანდაცვის სფეროში მხოლოდ ორი მსგავსი საგანგებო მდგომარობა მოქმედებს, კორონავირუსის პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის წინააღმდეგ.

კომენტარები