ისრაელი-სირია

სირიის თქმით, დამასკოში ისრაელის საჰაერო იერიშს სამი სამხედრო ემსხვერპლა

ისრაელის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთში ჩატარებულ საავიაციო საერთაშორისო წვრთნებზე, 2022 წლის 3 აპრილი.

სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ისრაელის საჰაერო იერიშებს სამი სამხედრო ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 7. 

სირიის მედიის ცნობით, დაზიანებულია სამხრეთ დამასკოში საიდა ზაინაბის გარეუბანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ივლისის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადებით ისრაელისგან სირიაში თავდასხმების უპირობოდ შეწყვეტა მოითხოვა.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. 

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

რუსეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად სირიის კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო.

 

კომენტარები