ინდოეთი

ინდოეთის პრეზიდენტად დრუპადი მურმუ აირჩიეს

ინდოეთის პრეზიდენტად დრუპადი მურმუ აირჩიეს. დეპუტატებმა ინდოეთის პრეზიდენტი ქვეყნის ადგილობრივი ტომიდან პირველად აირჩიეს.

დრუპადი მურმუ პოლიტიკაში ჩართვამდე მასწავლებელი იყო. ის მეორე ქალია, რომელიც ინდოეთის პრეზიდენტი გახდა. დრუპადი მურმუ 25 ივლისიდან დაიწყებს ხუთწლიან ვადას და ძირითადად სიმბოლური მოვალეობის შესრულება მოუწევს.

საპრეზიდენტო არჩევნებში 4 500-ზე მეტმა შტატის დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. მურმუს გამარჯვება მოსალოდნელი იყო, რადგან მას მხარს უჭერდა მოდის პარტია. 

მისი არჩევა განიხილება, როგორც ტომობრივ თემებში მოდის პარტიის რეიტინგის ზრდად. ეს უკანასკნელი კი მოსახლეობის 8%-ზე მეტს, 1.4 მილიარდ ადამიანს შეადგენს. 

ინდოეთის პრეზიდენტი მოქმედებს როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაური. პრემიერმინისტრი კი აღმასრულებელ უფლებამოსილებას ფლობს.მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის დროს, მაგალითად, საყოველთაო არჩევნებისას ვერ მოხერხდა მთავრობის ფორმირება, გადამწყვეტი როლი აქვს.

კომენტარები