ქართული ოცნება

კობახიძე ზურაბიშვილზე: მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაღაცების გაანალიზებას შეძლებს

ნებისმიერ დროს შეგვიძლია მასთან დალაპარაკება. ერთადერთი, ვიტყვი, რომ როცა გვქონდა დეტალებზე საუბარი, არ მოისმინა, ვერ მოისმინა როგორც იყო. კიდევ ერთხელ მზად ვართ, რომ ყველაფერი ავუხსნათ, განვუმარტოთ, მაგრამ, უკვე, იმის მოლოდიმი, რომ რაღაცებს გაანალიზებს, შეძლებს გაანალიზებას – აღარ გვაქვს. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. აქამდე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში თქვა, რომ ქართულ ოცნებასთან საუბარი სურს, თუმცა არ ესაუბრებიან.

კომენტარები