ვლადიმირ პუტინი

რამდენადაც შეგვიძლია ვთქვათ, ზედმეტად ჯანმრთელია – CIA-ის დირექტორი პუტინის ჯანმრთელობაზე

ვლადიმირ პუტინი

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბარნსმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჭორებზე და იხუმრა, რომ ის "ზედმეტად ჯანმრთელია".

ბარნსმა აღნიშნა, რომ ეს CIA-ის ფორმალური შეფასება არაა.

"ბევრი ჭორია პრეზიდენტი პუტინის ჯანმრთელობაზე. რამდენადაც შეგვიძლია ვთქვათ, ის სრულებით, ზედმეტად ჯანმრთელია... ეს არ არის დაზვერვის ფორმალური შეფასება". – თქვა ბარნსმა. 

მსოფლიოს მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, თითქოს ვლადიმირ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ სიმსივნე აქვს.

კომენტარები