ევროკავშირი-საქართველო

ზურაბიშვილი: კვლავ ველი ხელისუფლების ბრიუსელში ვიზიტს, რათა გაარკვიონ პუნქტების დეტალები

[...] უახლოესი მომავლისთვის მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუ ჩვენ შევასრულებთ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 ქუნტს, რომელზეც უნდა დაიწყოს მუშაობა.

ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი - ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ და გაარკვიონ დეტალები, როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ნაწილი.

უნდა დაიწყოს პარლამენტში მუშაობა და მე ამისთვის მოვაწერე ხელი იმ განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რაგდან ჩვენ, როცა გვაქვს 6 თვე, სრულად გაუგებარია და მგონია, გაუგებარია ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, კომიტეტებშ [მუშაობას]. ყველგან უნდა ვიმუშაოთ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც მხარს უჭერს საზოგადოების 85%.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან ევროპარლენტარების დელეგაციას უმასპინძლა.

კომენტარები