არნოლდ შვარცნეგერი

მსახიობი: არნოლდ შვარცნეგერმა გადაღებებზე სახესთან გამიკუა, მან ეს განზრახ გააკეთა

The Wrap

ბრიტანელი მსახიობი მირიამ მარგოლისი ავსტრალიურ პოდკასტს I've Got News For You ეწვია და 1999 წელს, ფილმ End of Days-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ამბავი გაიხსენა. 

"სახესთან გამიკუა. დავაზუსტებ, მეც ვაკუებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ადამიანების სახეებთან არ ვაკეთებ. მან ეს განზრახ გააკეთა. ეშმაკის დას ვთამაშობდი, რომელსაც მისი პერსონაჟი კლავს. სცენის გადაღებისას იატაკზე ვიწექი, გამოძრავება არ შემეძლო, მან ამით ისარგებლა. ფილმში ეგ სცენა არ მოხვდა, მაგრამ არასდროს ვაპატიებ". – იხსენებს მსახიობი.

მირიამ მარგულისი ბრიტანელი და ავსტრალიელი მსახიობი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Age of Innocence, Romeo+Juliet, Mulan. ჰარი პოტერის ფრენჩაიზში თამაშობდა პროფესორ პომონა სპრაუტის როლს. მიღებული აქვს BAFTA და ლოურენს ოლივიეს სახელობის თეატრალური ჯილდო.

End of Days მისტიკური თრილერია, რომელშიც შვარცნეგერის გმირი სატანას ებრძვის. სურათი ჩავარდა კინოგაქირავებაში და კრიტიკოსების დაბალი შეფასებები დაიმსახურა. ფილმი შვარცნეგერის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პროექტია. 

კომენტარები