ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანია NIOC-მ და რუსულმა ენერგოგიგანტმა გაზპრომმა $40 მილიარდის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ირანის ნავთობის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გაზპრომი ირანულ NIOC-ს კიშისა და ჩრდილოეთ პარსის გაზის საბადოებისა და ნავთობის 6 საბადოს განვითარებაში დაეხმარება. გაზპრომი ასევე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტების დასრულებასა და გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობაში ჩაერთვება.
ირანი რუსეთის შემდეგ გაზის წარმოებით მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა. თუმცა, აშშ-ს სანქციებმა თეირანში ინოვაციურ ტექნოლოგიაზე წვდომა და გაზის ექსპორტის განვითარება შეაფერხა.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
