ნიკა გვარამიას საქმე

ჩხიკვაძე: მარტივი შეკითხვაა, არის თუ არა ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული? პასუხი ვერ მივიღე

პირველ რიგში, ჩემთვის აბსოლუტურად პასუხგაუცემელია მთავარი შეკითხვა - არის თუ არა სანქცია გამოყენებული ლაშა ჩხიკვაძის მიმართ. ქალბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ჩარევისგან ძალიან შორს არის და ნებისმიერი ფორმით ჩარევა წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას, მე ნაწილობრივ შემიძლია გავიზიარო ელჩის ეს მოსაზრება - მე არსად არ მითქვამს, რომ რაიმე ფორმით საელჩომ ზეგავლენა მოახდინა მიმდინარე საქმეზე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ საქმიდან გამომდინარე მიიღო საელჩომ ის ცნობილი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს ამორიცხვას გულისხმობდა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტიდან. ასევე, საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას იყო ტექნიკური ხასიათის შეკითხვები, თუმცა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემს პასუხებს. 

ძალიან მარტივი შეკითხვაა, იმიტომ რომ მას აქვს ორი სავარაუდო პასუხი, მეტი ალტერნატივა არ განიხილება - პირობითად, არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული ამ მოცემულობით თუ არ არის? თუ არის სანქცირებული, ამას, ბუნებრივია, მოსდევს ძალიან კონკრეტული კითხვა - რატომ? და ეს "რატომ" ჩემთვის ძალიან თვალნათელია.

თქვა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ იმედი LIVE-ის ეთერში. აქამდე გავრცელდა განცხადება, სადაც ჩხიკვაძე ევროპარლამენტარების "ზეწოლასა" და აშშ-ს საელჩოს მხრიდან "ანგარიშის მოთხოვნაზე" საუბრობს. ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები