დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ცნობით, უკრაინაში ბრიტანელი პირველადი დახმარების აღმომჩენი პოლ არი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დააკავავეს, დაიღუპა.
45 წლის პოლ არი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილის ბოლოს სეპარატისტებმა დააკავეს და ომში დაქირაბულ ჯარისკაცად ყოფნას აბრალებდნენ.
დარია მოროზოვამ, რომელსაც დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის სტატუსი აქვს, სოციალურ მედიაში დაწერა, რომ არის ჰქონდა დიაბეტი და რესპირატორული დაავადება და ებრძოდა თირკმლებისა და გულსისხლძარღვთა პრობლემებს.
მანამდე, სეპარატისტებმა ორი ბრიტანელი და ერთი მაროკოელი, რომლებიც უკრაინის მხარეს ბრძოლისას ტყვედ აიყვანეს, სიკვდილით დასაჯეს.
BBC-მ პრეზიდიუმის ქსელის დამფუძნებლის, დომინიკ ბირნის დაყრდნომით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არი ჰუმანიტარული დახმარების გამცემი მოხალისე იყო, რომელიც საგუშაგოზე სამხრეთ უკრაინაში დააკავეს.





