ტოპ განის მეორე ნაწილმა ამერიკისა და კანადის კინოგაქირავებაში ტიტანიკს გადაასწრო. ტომ კრუზის ბლოკბასტერმა 601.9 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და აჯობა ჯეიმს კამერონის მელოდრამას, რომელმაც თავის დროზე ჩრდილოამერიკულ კინოგაქირავებაში 600.7 მილიარდი დოლარი მოიპოვა.
ორივე ფილმი კინოსტუდია Paramount-ს ეკუთვნის. Top Gun 2-მა ასევე კომპანიის არსებობის 110-წლიან ისტორიაში საუკეთესო შემოსავალი აჩვენა.
ინფლაციის გათვალისწინებით ტიტანიკი მაინც წინ არის, დღევანდელი გადაანგარიშებით კამერონის ფილმმა 659.3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ასევე წინ არის ტიტანიკი მსოფლიო კინოგაქირავებაშიც, სულ დრამამ შემქმნელებს 2.2 მილიარდი დოლარი მოუტანა, რაც კინოს ისტორიაში სიდიდით მესამე შედეგია. Top Gun 2-ს ამ დროისთვის მსოფლიო კინოგაქირავებაში 1.2 მილიარდი დოლარი აქვს მოპოვებული.
Top Gun 2-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში ჯერ კიდევ შესაძლებელია.