რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BIS&FINCEN: რუსეთსა და ბელარუსში მიმავალ საეჭვო ტრანზიტთა სიაში საქართველო მოხვდა

ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელმა (FinCEN) და აშშ-ს კომერციის დეპარტმანეტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) 28 ივნისს ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდებენ, თვალი ადევნონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავის არიდების შესაძლო ფაქტებს. 

საეჭვო ტრანზიტების სიაში, რომელთა დანიშნულების საბოლოო წერტილიც რუსეთი ან ბელარუსია, საქართველოც გვხვდება. საქართველოს გარდა, ჩამონათვალშია: სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი. 

2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთში ტექნოლოგიურ დეტალებისა და მრავალჯერადად გამოყენების ნაწილების ექსპორტი შეიზღუდა, BIS-ი ტრანზიტების მარშრუტებს აკვირდება და მათ მკაცრად აკონტროლებს. დეპარტამენტი ეტაპობრივ ანგარიშებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციის მიზნით აქვეყნებს. 

კომენტარები