კრიმინალი

შსს: თბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა, ბრალდებული ცხელ კვალზე დავაკავეთ

სამართალდამცველებმა ცოლის მკვლელობის ბრალდებით თბილისში 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები